ქუთაისის საკრებულოს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 15 ნოემბრამდე გადაეგზავნება
მერიამ საკრებულოს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ხვალამდე გადაეგზავნება. ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერიაში განუცხადეს.
ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის შესწავლას საკრებულოს კომისიები, სავარაუდოდ, ამ კვირაში შეუდგებიან. საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის, ლელა ქელბაქიანის განცხადებით, პროექტს საკრებულო დღეს ან ხვალ მიიღებს, რის შემდეგაც დაიწყება განხილვა.
ბიუჯეტის განხილვის პროცესში არსებული შენიშვნები საკრებულომ მერიას უნდა მიაწოდოს, რისთვისაც დეპუტატებს 10 დღის ვადა აქვთ.
ქუთაისის მერის განცხადებით, ბიუჯეტი ყველა სფეროზე არის მორგებული და პრიორიტეტებს კვლავ ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი და სოციალური სფერო წარმოადგენს. მერი იმედოვნებს, რომ 2017 წელს გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებენ. მერიაში აღნიშნავენ, რომ გასული წლის მსგავსად ბიუჯეტის დაგეგმვა მოსახლეობასთან ერთად მოხდა.
არსებული პროცედურების შემდეგ ქუთაისის საკრებულო ბიუჯეტს დაამტკიცებს, რისთვისაც ბოლო ვადა 25 დეკემბერია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















