"ქუთაისის 23-ე უბანთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მხარდამჭერებს თანხას ურიგებენ"
ქუთაისი ამომრჩევლებზე თანხის დარიგებაზე საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გია უკლება.
მისი თქმით, 23-ე უბნის პირველ სართულზე ზის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი და სიებში მისულ ამომრჩევლებს ამოწმებს, ამავდროულად მხარდამჭერებს თანხას ურიგებს.
უკლებას თქმით, მას შემდეგ, რაც უბანზე გადაღება დაიწყო, კოორდინატორმა სიები დამალა, საკრებულოს წევრმა მარეხი ნიჟარაძემ კი სიები უბნიდან გაიტაცა.
შეგახსენებთ, ამავე უბანზე დღეს საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გია უკლება უბნიდან ხელის შეხებით გამოაძევა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















