|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სავარაუდო დარღვევა ქუთაისის საარჩევნო უბნებთან

ქუთაისის #26 საარჩევნო უბნის წინ,  შესასვლელთან გაკეთებულია წარწერა - "მე ვირჩევს 41-ს" . 

აღნიშნული წარწერა ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული, მათ შორის საარჩევნო უბნების წინ. ფაქტი ნიუპრესმა #26, #27 #28 და #22 უბნების წინ დააფიქსირა.

საარჩევნო კოდექსით, არჩევნების დღეს იკრძალება აგიტაცია. თუმცა აღნიშნულ ფაქტს კანონდარღვევად ვერ მიიჩნევენ იურისტები. საიას იურისტის გიორგი სანტურიანის განმარტებით, ფაქტი საარჩევნო უბნის გარეთ ფიქსირდება.

 

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მათ უბნების გარეპერიმეტრზე რეაგირების შესაძებლობა არ აქვთ.  მისივე განცხადებით, მსგავს ფაქტებზე რეაგირება პრევენციის მიზნით საპატრულო პოლიციას ევალება.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა