|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 37-ე უბანზე ერთმანეთს დამკვირვებლები და კომისიის წევრები დაუპირისპირდნენ

ქუთაისის 37-ე საარჩევნო უბანში ხმაური იყო. დაპირისპირება დამკვირვებლებსა და საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს შორის სამაგიდო სიების გამო მოხდა.

უბანზე დამკვირვებლის ანდრო ლოსაბერიძის გაცხადებით, საარჩევნო უბანში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ  დამკვირვებლებს მონიტორინგის შესაძლებლობა არ ქონდეთ.

"მაგიდები მიდგმულია კედელთან და ამას იმით ხსნიან, რომ სივრცე არ აქვთ. სინამდვილეში ამ უბანში წააგო ოცნების კანდიდატმა და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ დემოკრატიუალად არ ჩატარდეს არჩევენები", - განაცხდა არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" დამკვირვებელმა ანდრო ლოსაბერიძემ.

კომისიის თავმჯოდომარის თქმის, უბანზე ყველა უფლებამოსილ პირს აქვს მუშაობის უფლება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა