|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 37-ე სკოლაში ბავშვების მოწამვლა, სავარაუდოდ, ქიმიურმა ნაერთმა გამოიწვია

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში ბავშვების ინტოქსიკაცია, შესაძლოა, ქიმიურმა ნაერთმა გამოიწვია, რომელიც შენობაში სავარაუდოდ, ბავშვებმა გაუშვეს. ამ ვერსიაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმის შესწავლა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო.

თავდაპირვალედ მოკვლევა "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ" დაიწყო.  მას შემდეგ რაც წყლით და რაიმე საკვები პროდუქტით მოწამვლა გამოირიცხა,  საქმე დაავადებათა ცენტრს გადაეცა.

ცენტრში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ნიმუშების ლაბორატორიული შესწავლა და ჯერერობით კონკრეტული განცხადების გაკეთება არ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, 37-ე საჯარო სკოლის 7 ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვების განცხადებით, მათ მძაფრი სუნი იგრძნეს. სუნის გამო თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტოქსიკაცია აირმა გამოიევია, თუმცა მოგიანებით სკოლის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სკოლაში ბუნებრივი აირის მილები არაა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა