ქუთაისის №49-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა
ქუთაისის №49-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. "საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლის დავით ქობულაძის განცხადებით, უბანზე მარკირებული ადამიანი მივიდა. მისი თქმით, მოქალაქე, რომელიც უბანზე მივიდა ითხოვდა ხმის მიცემას, მიუხედავად იმისა, რომ მას მარკირება აღმოაჩნდა.
ქობულაძის თქმით, ამავე უბანში დაფიქსირდა "ქართული ოცნების" დამკვირვებელი სიებით, რომელშიც პერსონალური მონაცემები იყო შეტანილი. ფაქტს სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეს მარკირება არ აღმოაჩნდა და მის ხელზე გაურკვეველი ნივთიერების ლაქები იყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















