|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად მედიისთვის ხელისშეშლა დასახელდა

ქუთაისის 59–ე კომისიამ დღეს 14 სარჩელი განიხილა. საჩივრების ნაწილი დაკმაყოფილდა,  ნაწილი არა. მეოცე უბანზე დაფიქსირებული დარღევა, რაც საკონტროლო ფურცელზე კომისიის წევრის გვარის დავიწყებას ეხებოდა, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაიწერა. კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და თავმჯდომარეს მიეცა გაფრთხილება. უბნის თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგებელი საჩივრის გამო დაწყევლდა, რასაც განხილვაზე ხმაური მოყვა. კომიიის წევრებმა შენიშვნა გამოთქვეს, რომ პრობლემას იწვევს ის, რომ უბნების თავმჯდომარეები წლების განმავლობაში მხოლოდ გაფრთხილებას შემოიფარგლებიან. მეშვიდმეტე უბანზე დაწერილი საჩივარი კომისიამ არ დააკმაყოფილა.

64–ე უბანზე დაფიქსირებული დარღევა, რაც საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემას გულისხმობდა, კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება მიეცათ.

120–ე დაწერილი საჩივარს გამო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს შენიშვნა მიეცა.

25–ე უბანზე დაწერილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

60–ე უბანზე თავმჯდომარეს და რეგისტრატორს შენიშვნა მიეცათ.

72–ე უბანზე თავმჯდომარეს შენიშვნა მიეცა.

43–ე უბანზე თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს გაფრთხილება მიეცათ.

124–ე უბანზე კომისიის თავმჯდომარეს "პრესსმედიის" 6 წარმომადგენლის გადაუმოწმებლად გაძევების გამო გაფრთხილება არ მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდ დარღვევად ქუთაისში არჩევნების პროცესში მედიისთვის ხელისშეშლა დასახელდა. ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, "პრესმედიისთვის" ხელისშეშლის ფაქტები დასკვნაში არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" შეიტანა.

106–ე უბნის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა 58–ე უბანი.

ჯამში, რვა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შენიშვნა მიეცა სამი უბნის თავმჯდომარეს და რიგ შემთხევავაში, მდივანს, ასევე სამ თავმჯდომარეს გაფრთხილება გამოუცხადეს.

კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად შუა პროცესიდან დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქრისტიან–კონსერვატორების“ წევრებმა.

საჩივრების განხილვა დღეს გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა