ქუთაისის №59-ე საოქო კომისია დღეს 36 საჩივარს განიხილავს
ქუთაისის №59-ე საოქო კომისიაში საჩივრების განხილვა დღეს 19.00 საათზე დაიწყო. დღეს არჩევნების დღეს შესული 36 საჩივრის განხილვა მოხდება.
კომისიამ ამ დროისთვის №28 უბანზე დაწერილი საჩივრები განიხილა. საჩივრის მიხედვით "ედპ"-ს წევრმა უბნის ადრე გახსნა გაასაჩივრა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, უბნის ადრე გახსნით შეფერხება არ მომხდარა, ამიტომ ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ამავე უბნის თავმჯდომარეს სამაგიდო და კედლის სიაში არსებული უზუსტობის გამო შენიშვნა გამოეცხადა.
კომისიას საჩივრების განხილვა ორ დღეში უნდა დაასრულოს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















