ქუთაისის #6 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლები გამოაძევეს
ქუთაისის #6 საარჩევნო უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაციების „ამერიკის მხარდამერთა ლიგის“ და „საქართველოს პარლამენტთრთა საზოგადოების“ წევრები ზაალ კუხიანიძე და მიხეილ გეგეშიძე გამოაძევეს.
მათი თქმით, უბანზე კამერის დასამონტაჟებლად მივიდნენ, გაიარეს რეგისტრაცია, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომიისის წარმომადგენლის დავით ყიფშიძესთან საუბრის შემდეგ მათ უბანი დაატოვებინა.
„კომისიის თავმჯდომარემ დავით ყიფშიძეს დაუკრეკა, მან უთხრა, არ იცის არის თუ არა ჩვენი აკრედიტაცია ნამდვილი, ამიტომ განუცხადა, რომ თავის თავზე იღებს ჩვენს გამოშვებას. მოვედით საოლქო კომისიაში, დააზუსტონ არის თუ არა ნამდვილი აკრედიტაცია, გვაინტერესებს, რატომ გამოგვაძევეს“, –განაცხადა ზაალ კუხიანიძემ.
საოლქო კომისიის წარმომადგენელმა დავით ყიფშიძემ გამოძევება არ დაადასტურა. მისი თქმით, მას არ ქონდა შესაძლებლობა უბანზე გადაემოწმებინა აკრედიტაციის ნამდვილობა, ამიტომ, თხოვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მისულიყვნენ საოლქო კომისიაში, რამაც დამკვირვებლების უკმაყოფილება გამოიწვია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















