|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფეხბურთის სკოლის უფროსად მოკრივე დაინიშნა

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, დღეს #94-ე ფეხბურთის სპორტული სკოლის თანამშრომლებს ახალი უფროსი რომან თავაძე წარუდგინა, - ინფორმაციას მერიის ა(ა)იპი ავრცელებს. 

რომან თავაძე პროფესიით იურისტია, 2008-20013 წლებში მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

2007 წელს კრივის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ასევე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და 2000 დან 2014 წლამდე ეროვნული ნაკრების წევრი.

20016-2017 წლებში იყო ქ.ხონის ცენტრალური სტადიონის დირექტორი.

#94-ე სპორტული სკოლის ყოფილმა დირექტორმა მერაბ სირაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე ერთი თვის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, მერიის სპორტული ააიპის ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე თავადაც მოკრივეა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა