|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტი 3 თვეში 156 784 მგზავრს მოემსახურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,014,732 მგზავრს მოემსახურა, რაც 21%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განმარტავენ, მარტში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში: უფრო კონკრეტულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მარტში 314,065 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 290739 მგზავრი ).

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის მარტში 83%-ით გაიზარდა და 53316 მგზავრი შეადგინა (2018 წლის მარტი - 29161 მგზავრი). რაც შეეხება 3 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 156784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101%-ით მეტია. (2018 წლის 3 თვე - 78020).

ამასთან, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 21664 მგზავრმა ისარგებლა, რაც 16%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის მარტი - 18631 მგზავრი).

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა