|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტი ივლისში 75 372 მგზავრს მოემსახურა

2018 წლის ივლისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 75 372 მგზავრს მოემსახურა, რაც 52 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით,  ზრდა არის ასევე რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 34 % მეტია.

 უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2,719,920  მგზავრს მოემსახურა. რაც 28 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ( 2,130,469 მგზავრი). 

 ქუთაისიდან ფრენები 15-მდე ქვეყანის 20-ზე მეტი მიმართულებით ხორციელდება. 15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის, ვენის მიმართულებით შესრულდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა