|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

 ივნისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 63,679 მგზავრს მოემსახურა, -ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს. 

2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55 % გაიზარდა. ივნისის თვეში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 63,679 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივნისი 41, 133 მგზავრი). 

რაც შეეხება  რეისების რაოდენობის მიხედვით ზრდას, 2018 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 231 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 41 % მეტია.  (2017 წლის ივნისი 164 რეისი). 


2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 234 743 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 %-ით მეტია. (2017 წლის 6 თვე - 183 632 მგზავრი). 


 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა