|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება

ავიაკომპანია flydubai 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით კვირაში სამჯერ იფრენს. ინფორმაციას ამის შესახებ    კომპანია ავრცელებს.

flydubai ფრენებს ქუთაისიდან დუბაის მიმართულებით 2018 წლის 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში შეასრულებს.

თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი იქნება მესამე ქალაქი საქართველოში, სადაც flydubai იფრენს. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ პირდაპირი ფრენის მოთხოვნამ განაპირობა. საქართველოს გარდა, flydubai პირდაპირ რეისს საზაფხულო სეზონზე დუბროვნიკის (ხორვატია) მიმართულებითაც ნიშნავს. რეისების გაზრდილი რაოდენობის შედეგად, 2018 წლის ზაფხულში ეს ავიაკომპანია ევროპის 22 მიმართულებით იფრენს.

 

 

on.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა