|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. როგორც  ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, უამინდობისგან გამოწვეული შეფერხებები აღმოფხვრილია და ყველა რეისი ჩვეულ რეჟიმში სრულდება.
დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო 2 დღის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობდა. კერძოდ, აღნიშნული მიზეზით რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა.
გუშინ კი ავიაკომპანია "ვიზეარის" მგზავრები ბუდაპეშტსა და ვარშავაში ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ. ასევე ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩაფრინდნენ აღნიშნული ქალაქებიდან მომავალი მგზავრებიც.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა