ქუთაისის აეროპორტში დაკავებული პირები გაათავისუფლეს
ქუთაისის აეროპორტში ათამდე პირის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შსს ეხმიანება.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა. პროცედურის დასრულების შემდეგ ყველა პირი გაათავისუფლეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 260-ე მუხლის I ნაწილით და 262-ე მუხლის I ნაწილით.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა. ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია. დაკავებული არც ერთი პირი არ არის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















