|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში გაუქმებული რეისის მგზავრებს კომპანია თანხას დაუბრუნებს

ქუთაისი–ბარსელონას რეისის გაუქმების გამო Wizz Air-ი მგზავრებს ბილეთების საფასურს აუნაზღაურებს, ასევე მათ ალტერნატიულ რესისზე ბილეთებს სთავაზობს.  უნგრული ავიაკომპანია გუშინ ქუთაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


"თვითმფრინავთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებების გამო, Wizz Air-ის რეისები W6 6417/6418 ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით გაუქმდა. Wizz Air-ის პოლიტიკისა და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფსოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარატთზე. ავიაკომპანია მგზავრებს უზრუნველყოფს კვების ვაუჩერით და, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროში განთავსებით"- აცხადებენ კომპანიაში. 

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ბარსელონა–ქუთაისის ავიარეისების ჩაშლა დაპირისპირების მიზეზი გახდა. რეისი 16.00 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა არ შესრულდა.

მომხდარს გუშინვე გამოეხმაურა აეროპორტების გაერთანება. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადების თანახმად, ავიაკომპანია „ვიზეარის“ თვითმფრინავის რეისის ქუთაისი-ბარსელონას შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა