ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთის მოქალაქე გ.ვ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 40 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონის დიდი ჯიხაიშის განყოფილებას გადაეცა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















