|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში ვროცლავი-ქუთაისის რეისი შესრულდა

დღეს უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა.

რეისის 167 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს პირველი ახალი მიმართულება - რიგა-ქუთაისი, 25 მარტს შესრულდა.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა