ქუთაისის აეროპორტთან 100 ნომრიანი სასტუმრო შენდება
ქუთასის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობაში 3 მილიონი დოლარი ჩაიდება. პროექტს სამშენებლო კომპანია GDG ახორციელებს.
კომპანიის ხელძღვანელი ამბობს, რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ჰა მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილი აქვს. საშუალო სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო 100-ნომრიანი იქნება. ადგილზე მოეწყობა 200 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომიც.
ბეჟან წაქაძის თქმით, სასტუმრო დაკავშირებული იქნება აეროპორტთან და პოტენციურ მგზავრებს მათი ფრენის, რეგისტრაციისა და სხვა სიახლეების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
ბიზნესმენი ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო პრაქტიკულად არ არსებობს, შესაბამისად, აეროპორტის მგზავრები ქუთასში, წყალტუბოსა და სამტრედიაში მიდიან ღამის გასათენებლად.
ბიზნესმენი კიდევ ერთი სასტუმროს აშენებას ვანში გეგმავს. ამ შემთხვევაში დასასვენებელი სახლი 25-ნომრიანი იქნება და შედარებით მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი. ამ მიმართულებით ბიზნესმენი 400 ათასი დოლარამდე ინვესტიციას გეგმავს.
ორივე სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















