ქუთაისის აეროპორტთან, შესაძლოა, Marriott-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნას
2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში ქუთაისის აეროპორტთან (სოფელ ჯიხაიში) 4-ვარსკვლავიანი 103-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება.
სასტუმრო ჯამში, 5-სართულიანი (მიწისქვეშ -1 სართული; მიწისზედა +4 სართული) იქნება. სასტუმრო კაზინოთი, რესტორნით, ბარით და 160-ადგილიანი პარკინგით იქნება წარმოდგენილი.
მშენებლობის განმახორციელებელი, დეველოპერული კომპანია GDG ჯგუფის ინფორმაციით, ამჟამად მოლაპარაკებების პროცესი Marriott-ის და Best Western-ის ბრენდებთან მიმდინარეობს.
მათი ინფორმაციით, ქუთაისში ოპერირებასთან დაკავშირებით ორივე ბრენდს თავისი მოთხოვნა აქვს.
„Marriott-ი გაცილებით მაღალი ბრენდია, თუმცა გააჩნია როგორი მოთხოვნები ექნებათ, შესაძლოა იყოს Marriott-ი. 2020 წლის მარტის ბოლოს თეთრი კარკასი უნდა დავასრულოთ და რემონტი დავიწყოთ. ასევე 2020 წელს რომელიმე ბრენდთან ხელშეკრულებას დავდებთ. რაც შეეხება კაზინოს, ის სასტუმროს ოპერატორს მართვაში გადაეცემა და ამის მიხედვით განისაზღვრება, აეროპორტთან რომელი კაზინო დაიწყებს ოპერირებას", - განაცხადა წაქაძემ.
როგორც GDG ჯგუფის დამფუძნებელი აღნიშნავს, ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს გახსნა ტურისტებსაც კომფორტს შეუქმნის.
bm.ge
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















