|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, საჩხერელი ინმეწარმე ბესიკ ივანაშვილი მოახდენს

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილი მოახდენს. საჩხერეში რეგისტრირებულმა ფიზიკურმა პირმა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ 736 306 ათას ლარიან ტენდერში სამუშაოების შესრულებაზე თანხმობა 595 041 ლარის სანაცვლოდ დაააფიქსირა. ეს ერთადერთი პრეტენდენტია, რომელიც ამ დროისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ჩანს.  

 რაც შეეხება ინდმეწარმის გამოცდილებას, როგორც "ნიუპრესთან" საუბარში ბესიკ ივანაშვილმა განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, ეს მისი ყველაზე დიდი პროექტი იქნება.

"2013 წლიდან ვმუშაობ ბეტონის გზების და სკვერების და საბავშვო მოედნების რეაბილიტაციაზე. სამუშაოები შესრულებული მაქვს ჭიათურაში, საჩხერეში,  თბილისში, ბოლოს ზესტაფონში შევასრულე სამუშაოები.  ყველაზე ძვირადღირებული შეკვეთა,  რომელიც შესრულებული მაქვს,  410 ათასი ლარის ღირებულებისაა. როგორც ინდმეწარმე,  ასე ვმუშაობ, მაქვს  ჩემი ტექნიკა და ჩემთვის არანაირი სამუშაო პრობლემა არაა", - განაცხადა ბესიკ ივანაშვილმა. 

შეგახსაენებთ,  ქუთაისის მერიის მიერ შესყიდული პროექტის მიხედვით,  100 საფეხურიან კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები უნდა მოეწყოს, ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტის და მობილურის დასამუხტი ბატარეების განთავსება იგეგმება. 

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან ოთხი თვით განისაზღვრა. ტენდერის პირობების თანახმად, მცენარეები მეოთხე თვეს  უნდა დაირგოს.

მოთხოვნებში ჩაიწერა covid 19-ის საპრევენციო რეკომენდაციების დაცვა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა