|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი სამაჟორიტარო ოლქები ცნობილია

ქუთაისის ახალი სამაჟორიტარო ოლქები ცნობილია. ინფორმაცია ცესკომ გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ წელს ქუთაისში სამი მაჟორიტარი აირჩევა, შესაბამისად, უბნები სამ ოლქად დაიყო, ქუთაისის უბნებს თერჯოლის რამდენიმე სოფელი დაემატა.

ცესკოს მიერ გავცელებული ინფორმაციით, ოლქები არა უბნების, არამედ ქუჩების მიხედვით არის დაყოფილი. დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა  შესაძლებელია  ცესკოს ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ახალი სამაჟორიტარო ოლქების მიხედვით არჩევა წელს პირველად ხდება. არსებული ინფორმაციით, კანონპროექტი ერთჯერადია, მაგრამ თუ ახალი მოწვევის პარლამენტმა მის შესაცვლელად საჭირო ხმები ვერ მოაგროვა, მომავალშიც არსებული წესით მოხდება არჩევა.

ასევე, მიმდინარეობს ქუთაისის, თბილისის, ბათუმისა და რუსთავის საარჩევნო რუკების განახლება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი