|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო ხვალ პირველ სხდომას გამართავს

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო ხვალ პირველ სხომად გამართავს. სხდომას 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გახსნის. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. სავარაუდოდ, ხვალვე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეებს. საკრებულოს თავმჯდომარედ ნიკა ლატარიას კანდიდატურა განიხილება. ასევე დაკომპლექტდება ფრაქციები და კომიტეტები. 

საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი, ალეკო ახალაძე გაუძღვება.

ქუთაისის 25 წევრიანი საკრებულოდან "ქართულ ოცნებას" 19 წევრი ეყოლება, საიდანაც ათი მაჟორიტარი დეპუტატია, 9 კი პროპორციული სიითა გასული.

4 წევრით დაკომპლექტდა "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" 2 წევრით არის წარმოდგენილი.

 

 

ამ თემაზე: ქუთაისის ახლადარჩეულ საკრებულოში თანამდებობების გადანაწილება მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბიოგრაფიები

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა