|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაზრობებში წინასასკოლო "ციებ-ცხელება" დაიწყო (ფოტო)

ქუთაისის ბაზრებში წინასასკოლო ციებ-ცხელება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ  მშობლებს მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოს ყიდვა არ უწევთ, ხარჯი მაინც  დიდია. პრეტენზიები აქვთ მშობლებს საკანცელარიო ნივთების ფასების გაზრდასთან დაკავშირებით.

"რა თქმა უნდა შეღავათია ის, რომ სახელმძღვანელოებში თანხას არ ვიხდით, მაგრამ საკანცელარიო ნივთები იმდენად გაძვირდა, სულ მცირე, 100 ლარი  სკოლისათვის საჭირო ელემენტარულ ნივთებში იხარჯება",- აღნიშნა მშობელმა მაკა პაიჭაძემ.

თავის მხრივ უკმაყოფილოები არიან  მოვაჭრეებიც. ისინი კლიენტების სიმცირეს  უჩივიან.

"ფასები მეტ-ნაკლებად გაიზარდა, მაგალითად, ჩანთები 15 ლარიდან 50-ლარამდე მერყეობს. საკანცელარიო ნივთებზე ფასმა უმნიშვნელოდ მოიმატა. მიუხედვად  წინა სასკოლო სამზადისის დაწყებია, კლიენტების სიმცირეს ვუჩივით. ნაკლებად გვეყიდება პროდუქცია", - აღნიშნა გამყიდველმა ვენერა სირბილაძემ.

სასწავლო პროცესი  14 სექტემბერს განახლდება.

 

 

 

 

        

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა