|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ბიუჯეტი გენდერული გახდა"

ჰუმანიტარულმა ფონდმა "სოხუმი" მორიგი შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წევრებმა იმ ცვლილებებსა და პროექტებზე ისაუბრეს, რაც გასულ წელს ორგანიზაციის აქტიურობით განხორციელდა.

ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ შეიმუშავა გეგმა, რომელმაც მოიცვა ყველა სფერო. საბჭოს აქტიურობით ქუთაისის თვითმმართველობამ მხარი დაუჭირა წარდგენილ გეგმას და მათი განხორციელებისათვის 2016 წლის ბიუჯეტში 160 000 ლარი გამოიყო.

"ფონდი "სოხუმი" აქტიურად თანამშრომლობს ქუთაისის მერიასთან.  თვითმმართველობაში ჩვენი აქტიურობით გაჩნდა პირველად სიტყვა "გენდერი" და ის გენდერულად უფრო მგრძნობიარე გახდა. სახელმწიფო უწყებებში საინფორმაციო კამპანიებისა და გენდერული საკითხების მოგვარების მიზნით ბიუჯეტში 160 000 ლარი გამოიყო. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს სოციალურ თემებზე და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობის შემსუბუქებაზე",–განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლალი შენგელიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი