|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი გაიზარდა

ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი გაიზარდა.  საბიუჯეტო ცვლილებები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის მერის მოადგილემ კოტე ქავთავაძემ წარადგინა. ცვლილებები შემოსავლების ნაწილში  534 ათასი ლარს შეადგენს, რითაც ქუთაისის ბიუჯეტი 70 873 900 ლარი გახდა. ეკონომიის შედეგად გამოთავისუფლებული  თანხა სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდა: "პარკინგსერვისი"- 300 ათასი ლარი, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი- 150 000 ლარი, სამედიცინო დახმარების პროგრამა - 60 ათასი ლარი, მესხიშვილის თეატრი- 25 ათასი, სარეზერვო ფონდი 60 ათასი.

სხდომაზე  უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "გასართობი ცენტრის" მიმდებარე ტერიტორიის მეწარმე თენგიზ აბესაძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.  ასევე ქონება გადაეცა შპს „პარკინგსერვისისს.“  ცვლილება შევიდა  საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშიც.

საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს"ლეიბორისტული" პარტიის დეპუტატმა. სამსონ გუგავას თქმით, არაფრისმომცემი პროექტები ფინანსდება:  "აღნიშნულ პროექტებს საზოგადოებისთვის სარგებელი არ მოაქვს, იგივე პროექტებში ვდებთ თანხებს, რომლებიც არაფრისმომცემია. ამ ბიუჯეტით უნდა გაკეთდეს სახალხო პროექტები და არა ისეთი, რომლითაც საზოგადოება  ვერაფერს იღებს  და ხალხი უმუშევარია"- განაცხადა სამსონ გუგავამ.

საკრებულოს დღევანდელმა სხდომამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარეშე ჩაიარა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა