|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს იყო შურისძიება მერიის მხრიდან"-მოსამართლე მერიის და "სავანეს" დავაზე

ქუთაისის მერიამ მორიგი სასამართლო დავა წააგო. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის გადაწყვეტილებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯარიმა, ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანეს“ წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ გამოცხადდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მერიის მოთხოვა კაფეს 2000 ლარით დაჯარიმების ფაქტზე.
"გავეცანი მასალებს, თქვენ დავა გქონიათ სხვა საქმეზეც მერიასთან და ვთვლი, ეს იყო შურისძიება. მერიას ყოველთვის აქვს ბერკეტი მოქალაქეებთან მიმართებით. ამ შემთხვევაში ვთვლი, არ მომხდარა სივრცის შეზღუდვა, რასაც მერია გედავებთ. ამიტომ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა. ეს არის გარევაჭრობა და არა სივრცის შეზღუდვა"-განაცხადა მალხაზ ჩუბინიძემ.
კაფეს მეპატრონეების ინტერესს ადვოკატი ნინო მეფარიშვილი იცავდა. მისი თქმით, მერიის ჯარიმა უსაფუძვლო იყო და ნაცვლად გარევაჭრობისა, მერიამ კომპანია სხვა მუხლით დააჯარიმა.
 
პროცესს მერიის წარმომადგენელი არ დასწრებიამ.
მერიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ერთთვიანი ვადა მიეცა. 
 
შეგახსენებთ, 30 აპრილს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კაფე საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის მუხლით დააჯარმა. ამავდროულად, მერიასა და კაფეს მეპატრონეებს შორის დავა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, მერია მეპარონეებს იმ ტერიტორიის გამო ედავება, სადაც კაფეა განთავსებული. მერიაში განმარტავენ, რომ ტერტორია მერიის ბალანსზეა.
 
 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა