|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს. ნაძვის ხეები "თიბისი ბანკის" წინ,  პარკირების მიმდებარედ იყო.

სავარაუდოდ, ხეების მოჭრა პარკირების გაფართოების მიზნით მოხდა.  

მერიაში აცხადებენ, რომ ხეების მოჭრის მიზნით მერიას "თიბისი ბანკმა" მიმართა. მათი განმარტებით, ხეები გამხმარი იყო და მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა.

 მერიამ საქმე განსახილველად ააიპ "სპეციალურ სერვისებს" გადასცა, რომელმაც დაადგინა, რომ ხეები ნამდვილად იყო გამხმარი და განახორციელა მოჭრა.

რაც შეეხება ადგილს,  მერიის ინფორმაციით, ტერიტორია მუნიციპალურ პარკირებას წარმოადგენს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა