|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში 19 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა (ვიდეო)

ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 19 წლის ახალგაზრდა ლ. გუგუა 13 დღეა შიმშილობს. ახალგაზრდას ასევე მიღებული აქვს თვითდაზიანებები.  ანალოგიური დაზიანებები აღენიშნება კიდევ 5 პატიმარს. ისინი სხვა საპყრობილეში გადასვლას მოითხოვენ. ამასთან დაკავშირებით  მშობლებმა და პარტია "თავისუფალი საქართველოს"  იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ციხესთან აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"მოვუწოდებ ყველა იმ უწყებას, რომელსაც ეხება აღნიშნული საქმე. შეისწავლონ ეს ფაქტი და მოახდინონ რეგირება. წვრილმან ხულიგნობაზე ადამიანს 4 წელი მიუსაჯეს, როდესაც  მთავარი ქურდები გარეთ არიან ", - განაცხადა წულაიამ. 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა