|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა. 10 წლის წინ, კოპიტნარში მდებარე აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები, აშენდა ახალი ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა.

გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონამდე მგზავრს და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა. 

2021 წლის 9 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, რომელიც 6 ჯერ გაიზარდა, განახლებული სახით ოფიციალურად გაიხსნა.

ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით. 2023 წელს, აეროპორტის მმართველი კომპანია შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ქუთაისის აეროპორტში მილიონამდე მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს. 

2012 წლის სექტემბერში ქუთაისის აეროპორტი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა  გახსნეს.
ამ დღიდან, უნგრულმა ავიაკომპანია wizz air-მა საქართველოდან ევროპის მიმართულებით იაფი ფრენები დაიწყო.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა