|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის განვითარების იდეების განხილვა დაიწყო

30 ოქტომბერს ქუთაისი დიდ კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენციაზე ქალაქის განვითარების კუთხით მოქალაქეებისგან ადგილობრივ ხელისუფლებაში შესულ იდეებს განიხილავენ. ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე და მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური მიმართულების პროფესურას შეხვდნენ.

 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მოქალაქეებისგან შესული იდეების დამუშავება და კონფერენციაზე მათი პროექტის სახით წარმოდგენა სთხოვეს.

 „საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით დაიდება ქუთაისის განვითარების გეგმა. პირველ რიგში, ეკონომიკური მიმართულებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პროგრამა მერიის რომელი კაბინეტში ჯდომით დაიწერება, ძალიან ცდება. ეს უნდა მოხდეს ხალხისა და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით,“ - ამბობს შოთა მურღულია.

მერიაში მოსახლეობისგან დაახლოებით 70-მდე იდეა შევიდა. იდეები ყველა სფეროს ეხება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა