"ქუთაისის გზებზე ამ დროისთვის შეზღუდვები არ არის"
ქუთაისში ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეზღუდვა არცერთ ქუჩაზე არ არის. მათივე ინფორმაციით, ყველა გამოძახებაზე მოხდა სათანადო რეაგირება.
„იწმინდება გზები, მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ხდება ტექნკური მარილის დაყრა. ყველა გამოძახებაზე მოხდება რეაგირება, ასევე ყველა ქუჩაზე, სადაც რთული მისასვლელია, მოხდება გზების გაწმენდა“,-აცხადებენ მერიაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















