|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით 7 ბავშვი შეიყვანეს

ზუგდიდში მოწამლული ბავშვების ნაწილი ქუთაისში გადმოიყვანეს. ამ დროსთვის დასავლეთ საქართველოს ტუბერკულიოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ „ლჯ და კომპანია“–ში 7 ბავშვია შეყვანილი. ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კატასტროფის ჯგუფმა ზუგდიდიდან 7 ბავშვი შემოიყვანა. დაფიქსირდა კვებითი ინტოქსიკაცია. ბავშვების თანმხლები ქალი ამბობს, რომ ბავშვებმა სოსისი მიიღეს და ყველა მათგანს ერთნაირი ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“–განაცხადა თემურ ნადირაძემ.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფება ბავშვების დედაც.  კლინიკაში კიდევ 2 ბავშვს ელოდებიან.

 ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა