|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურში შეყვანილი 11-ვე ახალი პაციენტი "ქუთაისის კლასტერიდანაა"

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 11 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ყველა მათგანი ქუთაისიდანაა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"დაგვემატა 11 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 4. ამ ეტაპზე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 63 პაციენტი, მათგან 8 მძიმეა, ერთი კრიტიკულად მძიმე",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ვირუსი, ჯამში, 123-მა პაციენტმა დაამარცხა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა