|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში განახლებული საგამოფენო სივრცე მოეწყო (ფოტო)

 ქუთაისის ისტორიულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ერთად სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავს. დღეს კი მუზეუმის განახლებულ დარბაზში ექსპონატების გამოფენა მოეწყო. ეს ის ექსპონატებია, რომლები წლების მანძილზე მუზეუმის საცავში ინახებოდა. ექსპონატებს შორისაა ხატები, ხელნაწერები და არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ნივთები: "მემორანდუმი ითვალისწინებს მეცნიერული კვლევების ერთობლივად წარმოებას. დღეს ჩვენ ქუთაისსა და მის მიდამოებში აღმოჩენილი ექსპონატები წარმოვადგინეთ. დღევანდელი გამოფენა დავამთხვიეთ ღვთისმშობლობის დღესასწაულს. გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია", - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ომარ ლანჩავამ. 

"მუზეუმის საგამოფენო სივრცე განახლდა. ერთობლივად მოვაწყვეთ ფიროსმანის გამოფენა, ახლა გავაფორმეთ მემორანდუმი. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ მუზეუმთან. ახლახანს სატენდერო დოკუმენტაციაში ჩაეშვა კიდევ ერთი პროექტი, რომლის მიხედვითაც წიგნი უნდა გამოვიდეს, რომელიც ეხება ქუთაისის არქეოლოგიას", - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ. 

   

 

 

  

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა