|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონა, შევეცდებით, UNESCO-ს დავადასტურებინოთ"

ბაგრატის ტაძარს ვერ დავაბრუნებთ ნუსხაში, მაგრამ შევეცდებით, UNESCO-ს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ლანდშაფტის ზონა წარმოადგენს ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას. არსებული ზონა იცავს ქალაქის ისტორიულ იერ-სახეს. ამ დრომდე ქუთაისში ქალაქის ისტორიულ უბანში კულტურული მემკვიდრეობების გვერდით მშენებლობები ქაოტურად ტარდება.

კვირიკაშვილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია გელათის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში დაბრუნება.

 
„ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. კულტურის სამინისტრომ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი იმუშავა. აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მუშაობისთვის. მოგეხსენებათ, 2010 წელს UNESCO-მ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატის, ისე გელათის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დღეს ჩვენ დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა