ქუთაისის კლინიკაში წყალტუბოს საბავშვო ბაღების 6 აღსაზრდელი ამ დრომდე რჩება
ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა ცენტრში წყალტუბოდან გადაყვანილი 6 ბავშვი ამ დრომდე რჩება.
როგორც კლინიკა "მედიქალ სითის" ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან უახლოეს მომავალში გაეწერებიან.
მისივე თქმით, ინტოქსიკაციის გამო ახალი მიმართვიანობა არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან ქუთაისის კლინიკაში დაახლოებით 30 ბავშვი მოხდა. მათ შიგელოზი, იგივე ნაწლავური ინფექცია დაიდგინდათ, რაც შესაძლოა, ბოსტენულით ან რძის ნაწარმით იყოს გამოწვეული. მომხდარზე გამოძიება 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















