|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "მადლიერების სახლის" ფასადზე ააიპის დირექტორი დახატეს?

ქუთაისის "მადლიერების სახლის" ფასადი მოიხატა. ნახატზე გამოსახური ქალის ვიზუალურმა მსგავსებამ ააიპის დირექტორთან  თანამშრომლების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

 როგორც მათ "ნიუპრესს" განუცხადეს, თამთა ბაკურაძემ ფასადზე საკუთარი თავი გამოასახინა, რასაც არც თავად მალავს. მათივე განმარტებით, ნახატზე  გამოსახულ ქალს დგომის მანერაც მათი  დირექტორის აქვს. თანამშრომლები აღნიშნულ ფაქტს  მკრეხელობად მიიჩნევენ.

 მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის" კონკურსის ფარგლებში შესრულდა, ინიციატივა კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტის დაფინანსება  ბიუჯეტით არის გათვლილი. 

პროექტი ქუჩის ხელოვნების მოძრაობამ "ნიკო" განახორციელა. სამუშაოები მხატვარმა თინა ჩერტოვამ შეასრულა. ჯგუფი მსგავს ნახატებს ქვეყნის მასშტაბით ქმნის. მათი მიზანია,  შეიკრიბონ ადგილობრივი და უცხოელი ხელოვანები და მათი მხარდაჭერით დედაქალაქის და სხვა ქალაქების ქუჩები გამოცოცხლდეს. 

"ნიკოს" წარმომადგენელი სანდრო კვანტალიანი "ნიუპრესთან" საუბარში არ ადასტურებს, რომ კედელზე თამთა ბაკურაძე დახატეს. მისი თქმით, დახატულია ქუთაისელი გოგონა, რომელიც თბილისში მუშაობს და უფლებადამცველია. 

"დახატულია ქუთაისელი უფლებადამცველი, დეტალურად თავად მხატვარი გიამბობთ. რაც შეეხება მსგავსებას, როგორც ვიცით, დახატვის დროს ერთ-ერთმა გამვლელმა განაცხადა, როგორ გავს თამთა ბაკურაძესო და ჩვენც მაშინ გავიგეთ, ვინ იყო თამთა ბაკურაძე, ის ნამდვილად არაა ნახატზე",-განაცხადა სანდრო კვანტალიანმა. 

"ნიუპრესი" ნახატის ავტორსაც დაუკავშირდა. თინა ჩერტოვას განმარტებით, შესრულებულია თამარ ზამთარაძის პორტრეტი.

"ნახატი  ჩემი ორ წლიანი პროექტის  სახელად " დრიმინგსტანი" ფარგლებში იყო შექმნილი. "დრიმინგსტანი" (მეოცნებეთა ქალაქი) აღწერს საქართველოში არსებულ მდგომარეობას 90-იანი წლების შემდეგ, სადაც პერსონაჟები ებრძვიან რეალობას, პრობლემებს და ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ მომავალი.

ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა :"მე-13-ე პორტრეტი".  გამოფენა მოიცავს თანამედროვე საქართველოში მოღვაწე ქალების 12 პორტრეტს - დრიმინგსტანის მცხოვრებლებს. 12 განსაკუთრებული ამბავი, რომელიც გაერთიანებულია ერთ მთლიან ისტორიაში, ჩვენი ცხოვრების გზაზე. 

გამოფენილია სხვადასხვა გალერეებში. ახალი პორტრეტი,  რომელიც ამ "მე-13-ე პორტრეტი" სერიაში შევიდა,  არის თამარ ზამთარაძის პორტრეტი, რომელიც მოგვითხრობს ქართველ გოგონას ისტორიას. ეს არის აქტივისტი (გენდერული თანასწორება), სოციალური ისეთი პროექტების ავტორი როგორიცაა - "აღადგინე" (ბორჯომის ტყის აღდგენა). იგი აგრეთვე მოძველებულ ტრადიციებს სწორ და ახალ პოზიციებზე ცვლის, რაც ქართველი ქალის ახალ ეტაპზე (როგორც პროფესიონალურ საქმეში აგრეთვე ცხოვრებისეულ) გადააქვს.

ამ პორტრეტის  ქუთაისში დახატვა გადაწყდა, იმიტომ, რომ - სოციალურ თემას ეხება და ამ პროექტის ფარგლებში ბევრი "მონაწილე" არის ჩართული სოც თემებში. აგრეთვე თამარ ზამთარაძე არის ქუთაისიდან, ამიტომ ყველაზე თემატური პორტრეტი დაისვა ქუთაისში. პროექტი მიზნად ისახავს - დღევანდელი ქალები, ვინც იბრძვის უკეთესი მომავლისთვის საქართველოსთვის, მათი პოპულარიზაცია მათი საქმის პოპულარიზაცია და მიბაძვა"-განაცხადა თინა ჩერტოვამ. 

თამთა ბაკურაძესთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ შევძელით. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა