|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 25 ქალი კანდიდატი იბრძოლებს

ქუთაისში არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებს მანდატები საოლქო კომისიაში გადაეცათ, -  ინიციატივა #59 საოლქო კომისიის  თავმჯდომარეს ეკუთვნის.  კანდიდატებს მანდატები ავთანდილ ოსეფაიშვილმა პირადად გადასცა და მათ წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, 2014 წლის არჩევნებთან შედარებით ქალ მონაწილეთა რაოდეობა გაზრდილია. 

 თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მასშტაბით ჯამში დარეგისტრირებულია მაჟორიტარი დეპუტატობის 25 კანდიდატი, რაც საერთო რაოდენობის 29%-ია.

საოლქო კომისიაში მაჟორიტარული და პროპორციული სიით 308 კანდიდატია რეგისტრირებული, აქედან 115 ქალია.  სიის ათეულში 55 ქალი კანდიდატი.

 ყველაზე მეტი ქალი  კანდიდატი ყავს "შენების მოძრაობას" ,  მათი რაოდენობა 17-ია. მას მოსდევს  "ნაციონალური მოძრაობა" 12 კანდიდატით. 11 კანდიდატი ყავს " მამულიშვილთა ორდენი სამშობლოს".  9 ქალი კანდიდატია "ევროპული საქართველოს" სიებში. ამდენივეა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" სიაში. ყველაზე ცოტა 2 ქალია რეგისტრირებული "სოციალისტური საქართველო-კომუნისტებში".

რაც შეეხება მაჟორიტარულ სიას,  ყველაზე მეტი 7 ქალი მაჟორიტარი ყავთ "მამულიშვილთა ორდენი სამშობლოს".  არცერთი ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ყავს "ნაციონალურ მოძრაობას", "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას" და "მემარცხენე ალიანსს.

მამაკაც კანდიდატებს მანდატები რეგისტრირებული მისმაართების მიხედვით გადაეგზავნებათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი