|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის „მასწავლებელთა სახლის“ ახალი მფლობელი დაჯარიმდა

ქუთაისის „მასწავლებელთა სახლის“ ახალი მფლობელი დაჯარიმდა. მერიის მიერ კომპანია "HP“-ს მფლობელს რამაზ სოფრომაძეს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ფულადი სანქცია დაეკისრა. როგორც მერიაში აცხადებენ, ფინანსური სანქცია ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრა, რამაც თანხის 0.5 % შეადგინა.

ამასთან მერიაში განმარტავენ, თუ კომპანია ნაკისრ ვალდებულებას 7 თვეში არ შეასრულებს და შენობას ახალ დატვირთავს არ შესძენს, მას ქონება ჩამოერთმევა.

„მასწავლებელთა სახლი“ მერიის მიერ 2015 წელს პირობით გასხვისდა.

 ყოფილი „მასწავლებელთა სახლი“ ქუთაისის ისტორიულ ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში შეტანილ შენობათა 50 მ-იან არეალში მდებარეობს.

აუქციონში გამარჯვებულს ვალდებულება დაეკისრა,  რომლის თანახმადაც ყოფილი „მასწავლებელთა სახლის“ 582. 91 კვ.მ ფართზე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და მშენებლობა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებს დაუქვემდებაროს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა