ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი მიწის უცხოელებზე გასხვისებას ეწინააღმდეგება
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისება უნდა აიკრძალოს. ეს განსაკუთრებული შემთხვევები კი, კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს.
"საბოლოო გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ მიწა, როგორც მარადიული ღირებულება, არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების საკუთრება, ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის, ეთნიკური თუ არაეთნიკური ქართველების ერთადერთი საცხოვრისი, გარკვეული რეგულაციების ქვეშ უნდა მოექცეს.
კონსტიტუციურად მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა იყოს აკრძალული, ხოლო განსაკუთრებული შემთხვევები უნდა დაარეგულიროს ორგანულმა კანონმდებლობამ", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ნარჩემაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკურად წამგებიანი არ იქნება, რის მაგალითადაც მოყავს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდლება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















