ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა [PHOTO]
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულებულია და შენობაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა არ არის და რამდენჯერმე ჩამოვარდა ახლადრეაბილიტირებული ჭერი.
სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, შემთხვევის დროს დირექცია სკოლაში იმყოფებოდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მისივე განცხადებით, უკვე ესაუბრა კომპანიის წარმომაგენელს, რომელმაც სამუშაოები შეასრულდა, მოხდება აღდგენა, ასევე გამომწვევი მიზეზების შესწავლა.
სკოლაში რეაბილიტაცია 2017 წელს ჩატარდა. სამუშაოები თამაზ თმაზაშვილის კომპანიამ "თაგი" შეასრულა. თამაზ თამაზაშვილი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ სამუშაოები დღესვე დაიწყება და მოხდება აღდგენა. თამაზაშვილი ამ დროისთვის, ვერ ამბობს, რა შეიძლება გამხდარიყო ჭერის ჩამონგრევის მიზეზი.
.jpg)
ფოტო:მარიამ კუხიანიძე
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















