ქუთაისში მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისის მე-4 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება- ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, მოზარდის მკურნალობის ხარჯებს ქალაქი სრულად დაფარვას.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა გააკეთებს ყველაფერს სოციალური საცხოვრისის პრობლემების მოსაგვარებლად და ამაზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















