"ქუთაისის მერი აგრძელებს ტრადიციას და ტყუილებით ცდილობს დანაშაულებრივი საქმიანობის გადაფარვას"
ქუთაისის მერი კვლავ აგრძელებს თავის ტრადიციას და ტყუილებით ცდილობს თავისი უნიათობის, მავნებლობისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გადაფარვას - ამგვრად გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებს. საკრებულის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ქალაქის მერი დანაშაულებრივი სქემის დაფარვას ცდილობს.
"გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ მოინახულა მერმა და ზარ-ზეიმით ამცნო ქუთისელებეს, რომ ყველაფერი წესრიგშია. სინამდვილეში, საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და კორუფციულ სქემასთან. ჩვენი აზრით, ეს სქემა არა მარტო ამ ქუჩაზე, არამედ ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების დიდ ნაწილზე არის და მერიის მიერაა მოფიქრებული. როდესაც ცხადდება ტენდერები, თავიდანვე მითითებულია შემცირებული ვადები და ღირებულება და პროექტების 90%-ში რამდენიმე თვით გრეძელდება სამუშაოები. თითქის რაღაც დამატებითი სამუშაოები გაკეთდა. ასე მოხდა ტაბიძის ქუჩაზეც, მაგალითად, როდესაც მერი იძახის, რომ აპირებს ხელშეკრულების შეწყვეტას, ეს არის ტყუილი და დაუდევრობიდან გამოძრობის მცდელობა, რადგან ხელშეკრულებით რეაბილიტაცია 18 ივნისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მერმა საკუთარი ხელმოწერით 7 სექტემბრამდე გააგრძელა ვადა, მეტიც, თითქოს დამატებითი სამუშაობი აღმოჩნდა და 86 000 ლარი დაუმატა. რა დამატებით სამუშაოებზეა ლაპარაკი, როდესაც ხელშეკრულებაში გაწერილი სამუშაოები არაა შესრულებული?"-განაცხადა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ კომპანიასა და მერიას შორის არსებობს ფარული გარიგებები და ერთად ცდილობენ ამ სიტუაციიდან გამოვლას.
მისი თქმით, ქუთაისის მერიის გამოცხადებული ტენდერების უმეტესობაში, თავიდანვე არაა გონივრული პირობები და პირობების მორგება წინასწარ ხდება. მისივე განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტა რომ სურდეთ, ვადებს არ გააგრძელებდენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















