|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერი, მისი მოადგილე და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ზონდერებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მედიაზე"

ქუთაისში სააგენტო "იმერეთი ნიუსზე" ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ზეწოლის ფაქტს გაერთიანებული ოპოზიცია აპროტესტებს. საკრებულო ს"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ მერიასთან გამართულ ბრიფინგზე მომხდარი დაგმო და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ მოახდინონ მედიაზე ზეწოლა.

"დაუშვებელია მედიაზე ზეწოლა ხელისუფლების მიერ, მით უმეტეს, როდესაც მედიის მფლობელი საკრებულოს დეპუტატის შვილია. ქუთაისის მერი, მისი მოადგილე და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ზონდერებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მედიაზე არჩევნების წინ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინონ რეაგირება და გაუშვან თანამდებობიდან ზონდერები, ასევე მოვუწოდებ საკრებულოს, ნუ იქნებიან სირაქლემას პოზიციაში", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

"იმერეთი ნიუსის"ფლობელმა კოტე ცირეკიძემ გუშინ სოციალურ ქსლეში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი მას და მის ოჯახს სააგენტოს მუშაობის გამო დაემუქრენ. ცირეკიძის განცხადებით, ის ოჯახის და თანამშრომლების უსაფრთხოების გამო სააგენტოს მუშაობას აჩერებს. ცირეკიძე ამ დროისთვის დამატებით კომენტარს არ აკეთებს. კოტე ცირეკიძე საკრებულოს უმრავლესობის წევრის ელეონორა არჩაიას შვილია.

ბრალდებას არ ადასტურებენ და აბსურდულს უწოდებენ მერიასა იმერეთის გუბერნიაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა