|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერია-სულ ახალი წელია?!"

ქუთაისში საახალწლო მორთულობები ამ დრომდე რჩება. ქუთაისის მერიამ ცენტრალურ ნაწილში განათებები რამდენიმე თვის წინ ჩამოხსნა, თუმცა წერეთლის ქუჩაზე საახალწლო მორთულობები კვლავ რჩება.

მიზეზი ადგილობრივ თვითმმართველობასა და მიმწოდებელს შორის არსებული დავაა. მერიამ მიმწოდებელი სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო დააჯარიმა. ცუდად შესრულებული სამუშაოების გამო, ინდმეწარმე, კობა ჯღარკავამ ტენდერით გათვალისწინებული თანხაც ვერ მიიღო. საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა. ქალაქში დარჩენილ განათებებზე ადგილობრივი მოსახლეობა ხალისობს.

"მშვენიერია, უხდება ზაფხულს საახალწლო განათებები", "ქუთაისის მერია - სულ ახალი წელია?" ,"ვის აინტერესებს ჩვენი ქალაქი, ამას ვინ დაეძებს,  ნეტა სხვა პრობლემები მოეგვარებინათ", "რაღა დარჩა ახალ წლამდე, იყოს, რას გვიშლის",- ხუმრობენ ადგილობრივები. 

შეგახსენებთ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის  49 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა ინდ. მეწარმემ  სამუშაოების ხარვეზებით შესრულების გამო მერიიდან პირველ ეტაპზე გაფრთხილება მიიღო,  შემდეგ კი დაჯარიმდა.

 

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა