|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია # 17 სპორტსკოლის რეაბილიტაციისათვის ტენდერს გამოაცხადებს

ქუთაისის მერია # 17 სპორტსკოლის  რეაბილიტაციისათვის ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ამისათვის ქალაქი 50 ათასს ლარს გამოყოფს. ამ დროისათვის ჭიდაობის დარბაზი  ამორტიზებულია. შენობაში  ვარჯიშიც შეწყვეტილია.

 ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით,  მიმდინარე წელს დაგეგმილია დარბაზის სრული რეაბილიტაცია. ამასთან მოეწყობა საშხაპეები და საუნა. ჭიდაობის დარბაზი 150-მდე სპორტსმენზეა გათვლილი.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქალაქში, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას ხელი შევუწყოთ. კარგი შედეგები გვაქვს ჭიდაობის მიმართულებით. შარშან რამდენიმე სპორტული დარბაზი გავარემონტეთ, წელსაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.

შოთა მურღულიამ დღეს სპოტული სკოლის შენობა ააიპ "სპორტული გაერთიანების" თანამშრომლებთან ერთად  დაათვალიერა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა