|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 2 ჯიპის შესაძენად 71 ათას ლარს გადაიხდის

 ქუთაისის მერიისათვის ჯიპების შესაძენად რამდენიმე ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდა. ელექტრონულ (190019452) ტენდერში ფიზიკურმა პირმა ალექსი გელაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც ქუთაისის მერიისათვის 2 მაღალი გამავლობის ავტომობილს შეისყიდის. 

 ქუთაისის მერიამ ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა და ყოველ ჯერზე ფასის გაზრდა რამდენიმე ათასით  მოუხდა. 

 ავტომობილების შესაძენად მერიამ თავდაპირველად  62 ათასი ლარი გამოყო,  შემდეგ კი თანხა 69 ათას ლარამდე გაზარდა.

ამჯერად ტენდერის სავარაუდო ღირებულება 74 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმება 71 ათას ლარზე მოხდა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა