|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 34 855 ლარის კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარის შეძენას გეგმავს

ქუთაისის თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას ახდენს, რისთვისაც ბიჯეტიდან 34 855 ლარი გამოიყო. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. აღნიშნულ თანხაში სხვადასხვა სახის ტექნიკისა და აქსესუარების შეძენა უნდა მოხდეს.

მიმწოდებელი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესყიდვა და მიწოდება განახორციელოს საკუთარი ხარჯებით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი